კენიამ სომალიში „ალ-შაბაბის“ პოზიციების დაბომბვა დაიწყო

კენიელმა სამხედროებმა მეზობელ სომალიში ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ საბაზო პოზიციების დაბომბვა დაიწყო.
ეს კენიას პირველი პასუხია „ალ-შაბაბის“ თავდასხმაზე, რომელიც სომალიდან 150 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ გარისას უნივერსიტეტზე განახორვციელეს და 148 ადამიანი დახოცეს.
კენიის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ თქვა, რომ თავდამსხმელები უმკაცრესად დაისჯებიან.
„ალ-შაბაბის“ ორი ბანაკი თავდასხმის შედეგად განადგურებულია. დავიდ ობონიომ, რომელიც კენიის სამხედრო მეთაურია, განაცხადა,რომ საჰაერო თავდასხმები არ არის უკანასკნელი ოპერაცია, რომელიც ალ-შაბაბის წინააღმდეგ განხორციელდება კენიის მხრიდან.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ხელისუფლებამ Twitter და YouTube დაბლოკა
შემდეგი სტატიათურქეთმა twitter-ზე წვდომა აღადგინა