ქემერონი: ბრიტანეთი მიგრანტებისთვის უსაფრთხო არ არის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა გაერთიანებულ სამეფოს «თავშესაფრის მაძიებლებისთვის არა უსაფრთხო» უწოდა. ის კონკრეტულად გულისხმობდა იმ მიგრანტებს, რომლებიც საფრანგეთის კალედან ევროგვირაბის გავლით ბრიტანეთში მოხვდერას ცდილობენ.

მისი თქმით, როგორც კი მიგრანტები ბრიტანეთში მოხვდებიან, ქვეყანა მათ მაშინათვე გააძევებს.

«ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი საზღვრები დავიცვათ, რომ ბრიტანელებმა შვებულებები მშვიდად გაატარონ» – განაცხადა ქემერონმა. მისივე მონაცემებით, საფრანგეთმა ლა-მანშის გვირაბისკენ 120 სამხედრო პირი გააგზავნა. უკანასკნელი კვირის მანძილზე ევროგვირაბით ბრიტანეთში დაახლოებით 3,5 ათასი ადამიანი გადავიდა. კალეში სულ დაახლოებით სამიათასი მიგრანტია. გვირაბი 51 კილომეტრია და კონტინენტალურ ევროპას ბრიტანეთთან აკავშირებს.

banner
წინა სტატიაშიმენეჯერმა შუმახერის ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიალეგენდარული მსახიობი ლეილა აბაშიძე იუბილარია