კბილაშვილის საპროცესო შეთანხმება ლადო ბედუკაძეს და დიდი შეკრება ურეკში

სკანდალური მასალა-ე.წ. ციხის კადრების აქამდე უცნობი დეტალები(ვიდეო)

ეს არიან ფსიქიკურად დაავადებული პატიმრებიკბილაშვილის საპროცესო შეთანხმება ლადო ბედუკაძეს და დიდი შეკრება ურეკში – ,,ქრონიკა +”- ის რედაქტორი კულვარული შეხვედრების შესახებ დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ციხის კადრების ავტორს განსაკუთრებული თანამშრომლობისათვის საპროცესი შეთანხმება გაუფორმა ქართულ ოცნებაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კბილაშვილის გადაწყვეტილებისგან სრული დისტანცირება მომხდარიყო. ჟურნალისტი ელისო კილაძე, აცხადებს, რომ გაზეთის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდება მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის ელექტრონული წერილი, რომელიც მან ბიძინა ივანიშვლს მისწერა და სადაც ის ექს-პრემიერს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე, მის მოსაზრებებს უზიარებს.

“მას შემდეგ რაც არჩილ კბილაშვილმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, ძალიან მძიმე საუბარი შედგა “ქართულ ოცნებაში”, იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანმა, ცოტა გონიერმა ნაწილმა “ქართული ოცნების” და მათ შორის ერთ-ერთი მათგანი, მე როგორც ვიცი იყო გია ხუხაშვილი, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ჩემგან. ბიძინა ივანიშვილს სრული სიცხადით დაანახეს, რა არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩააყენა არჩილ კბილაშვილმა “ქართული ოცნება”. გაიმართა ურეკში ძალიან დიდი შეკრება, რომელზეც ყველა ეძებდა გამოსავალს ამ სიტუაციიდან, გადაწყდა, რომ სრული დისტანცირება მომხდარიყო კბილაშვილის აი ამ გადაწყვეტილებისგან და ყველაზე ადექვატური ამ შეფასებებში, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ასევე ჩემგან, იყო მთავარი მთავარი პროკურორის მაშინდელი მოადგილე, ლაშა ნაცვილიშვილი. ჩვენ ექსკლუზიურად ვაქვეყნებთ ლაშა ნაცვლიშვილის წერილს, მოსაზრებებს ამ სიტუაციიდან გამოსავალს, რასაც სთავაზობს. ბიძინა ივანიშვილის დავალება იყოს ეს, რომელიც ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვლის ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნა.

მე მგონია, რომ ძალიან საინტერესი დეტალები გაირკვევა და იმედს ვიტოვებ, რომ კვესიტაძის გადაცემის მერე, დღეს მასალების გამოქვეყნების შემდეგ, ბედუკაძეს უბრალოდ მოუხსნიან სახელმწიფო დაცვას, მიიყვანენ მას დაკითხვაზე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ახლადაღმოჩენილი გარემოება გახდა ახლა ცნობილი, მათ შორის ის რომ ციხის ცოცხით გაუპატიურების კადრები დადგმულია და აუცილებლად დადგება მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და პრემიერის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი, მის “კრიშად” ამ შემთხვევაში აღარ უნდა გამოდგეს. მე ველოდები, რომ თუ ქართული სახელმწიფო, სახელმწიფოა და ამ ქვეყანაში რომელიმე სამართალდამცავ ორგანოს პრეტენზია აქვს თავის მუნდირის ღირსებაზე, ლადო ბედუკაძე გუშინდელი და სამშაბათს გამოქვეყნებული მასალების შემდეგ დაუსჯელი არ უნდა დარჩეს”,- განაცხადა ელისო კილაძემ.

წყარო

banner
წინა სტატიაშისკანდალი – “ოცნების გმირი” ბედუკაძე
შემდეგი სტატიაvideo-საქართველოში სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება