კახი კალაძე: ელექტროენერგიის მიწოდება 24-საათიან რეჟიმში რომ ხდებოდეს, ამის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა, სადაც მან ტარიფის გაზრდის მიზეზებზე ისაუბრა.

“მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის ტარიფის 3.48 თეთრით კორექტირება მოხდა. მსოფლიოში დოლარის გამყარებამ ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან, გამოიწვია ეს პროცესები. ჩვენდა სამწუხაროდ, გვიხდება ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან. გრძელვადიან პროცესში რომ კომპანიებმა გამართულად იმუშაონ, არ მოხდეს გათიშვები, ელექტროენერგიის მიწოდება 24-საათიან რეჟიმში ხდებოდეს, ამის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული,” – განაცხადა კახი კალაძემ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად სუბსიდირების მექანიზმებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ახალი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი – მტერი, გიგლა აგულაშვილი – მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევრო