კახი კალაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს–ვალერი გელბახიანი

კახი კალაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს–ვალერი გელბახიანი

უგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანასიურისტი ვალერი გელბახიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, უახლოეს მომავალში დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება, ვალერი გელბახიანმა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, კახი კალაძე არის ადამიანი , რომელსაც კოალიციის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებით, აქვს წარსული, რომელიც მან თავად შექმნა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მთავრობაში არსებობს შიდა დაპირისპირება რაც განსხვავებული ნაბიჯების გადადგმას იწვევს. ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ პოლიტიკური ბზარი კალაძესა და მთავრობის დანარჩენ წევრებს შორის ნათლად გამოჩნდა სტიქიის მოვლენებისას, მაშინ როდესაც კალაძე ხალხთან ხოლო მინისტრთა კაბინეტის წევრები კი საკუთარ კაბინეტებში აღმოჩნდნენ. იურისტი მიიჩნევს, რომ კოალიციიდან კალაძის წასვლა კარგი იქნება, როგორც თავად მინისტრისთვის, ასევე ქვეყნისთვის.

„ჩემი განცხადებები არის ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვნები. კალაძე არის განსხვავებული სახელისუფლო პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც თავისი წარსული აქვს და თავისი თავი თვითონ აქვს შექმნილი. დანარჩენები არიან ივანიშვილის შეკრებილი და გაცხადებული უცნობი ადამიანების გუნდი, გუნდსაც ვერ დაარქმევ. აქედან გამომდინარე მას დამოუკიდებლობის მეტი ხარისხი აქვს და ბუნებრივია თავმყოვრაეობაზეც დიდ გავლენას ახდენს, როდესაც ჭეშმარიტ საქმეს აკეთებს და ვიღაცას კიდევ უნდა, რომ ეს მიიწეროს. შიდა დაპირისპირება და შიდა შეუთანხმებლობა ყოველთვის იწვევს განსხვავებული ნაბიჯების გადადგმას და საბოლოო ჯამში შედეგებსაც. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმ ვარაუდისა, რომ კალაძემ შესაძლოა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ცალკე დაიწყოს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი აღმოჩნდა 13-14 ივნისის სტიქიის მოვლენები, როდესაც კალაძე აღმოჩნდა ხალხთან და დანარჩენი მთავრობა კაბინეტებში და შემთხვევის ადგილზე ჰალსტუხებში გამოჯგიმული. ამ ყველაფერს რეაგირებაც მოჰყვა, მთავრობამ კალაძის საქციელი არ მიიღო სწორად და შიგნით კრიტიკის საგანიც გახდა. აღმოჩნდა, რომ მთავრობა არის არისტოკრატული ფენა და ამ მთავრობაში არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ხალხთან ერთად დგება. მე ვფიქრობ ეს არ იყო შემთხვევითი მოვლენა, რომელიც ახასიათებს პოლიტიკას. მე მგონია, რომ კალაძე პოლიტიკიდან არცერთ შემთხვევაში უხმაუროდ არ წავა და ის შეეცდება, რომ თავისი ნამდვილი სახე პოლიტიკურად შეინარჩუნოს. ეს იქნება სწორედ ის განაცხადი რასაც მე ვვარაუდობ. მე ვფიქრობ, რომ ეს მისთვისაც კარგი იქნება და ქვეყნისთვისაც, ალბათ თვითონაც ფიქრობს ამაზე. პრემიერსა და კალაძეს შორის, რომ არის უთანხმოება ეს არის ცნობილი ფაქტი. შესაძლოა ეს კონკურენციის შედეგია, მაგრამ არსებობს მთავარი ფაქტორი, რომ ვინც მიასწრებს ინფორმაციის მიტანას ყოფილ პრემიერთან ის არის მართალი და როდესაც ეს მეთოდია ქვეყანაში, რომ დასმენა -დასწრების კონკურენცია მიმდინარეობს და არა საქმის კეთების, ალბათ არ არის რთული თუ რა შედეგის მომტანია ეს ყველაფერი ქვეყნისთვის,“-განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

წყარო: პირველი რადიო

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი:სოფელ მე-2 ოტობაიას მთვრალი გამგებელი სოფლის ცენტრში წევს ამ წუთებში
შემდეგი სტატიაფრანგი მშვიდობისმყოფელები არასრულწლოვნებთან სექსუალურ კონტაქტში?