კახი კალაძემ ქართველი ჟურნალისტები დაიცვა

კახი კალაძემ ქართველი ჟურნალისტები დაიცვა

კახი კალაძემ ქართველი ჟურნალისტები დაიცვაენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას და ვითარების ადგილზე გაცნობას აპირებს–ამის შესახებ მან თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ოლიმპიური ცეცხლი აანთეს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საოკუპაციო ხაზთან ქართველი ჟურნალისტები ჩავიდნენ და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი მოქალაქეობრივი წუხილი დააფიქსირეს.

„ვნახეთ იქ ჩასული ჟურნალისტები, მათ მიერ ჩატარებული აქცია. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მივესალმები, რადგან ჟურნალისტებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ის დიდი წუხილი, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აქვს, დააფიქსირეს და გამოხატეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამავე დროს, არსებობს მეორე – უსაფრთხოების მხარე, სადაც თავშეკავებაა საჭირო.

„აქ გვმართებს თავშეკავება, რომ ჩვენ მათ მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ და ეს მათივე სასიკეთოდ და ჩვენთვის საუბედუროდ არ იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ჭაია შსს მიმართავს
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი განცხადებას ავრცელებს