კახეთში თბილისიდან დამატებით 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გაიგზავნა

ქუთაისში აფეთქება მოხდა

მეხანძრე-მაშველები და პოლიციის თანამშრომლები კახეთში მომხდარი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, რამდენიმე რაიონში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება კახეთში უხვი ნალექის მოსვლის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის ყველა სამაშველო განყოფილება, თბილისიდან დამატებით გაიგზავნა ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
შსს-ს ცნობით, ყვარლის რაიონში მოსულმა უხვმა ნალექმა, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ავტომობილები და სახლების სახურავები დააზიანა, ლაგოდეხის რაიონში საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა, ახმეტის რაიონში კი ჩამოწოლილი მეწყერის გამო გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველ-მეხანძრეები და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები გზის გაწმენდით და დატბორილი სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი120 აბი ამოიღო
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს