კახა კუკავა: „ხელისუფლება ცდილობს, პროცესები გადაიტანოს“

კახა კუკავა: „ხელისუფლება ცდილობს, პროცესები გადაიტანოს“

kaxa-kukava9„ორი მარგინალური ჯგუფი – „ნაცები“ და „ქოცები“ (ერთად, ალბათ, 30%) ცდილობს, მიმდინარე პროცესებიდან მხოლოდ მათთვის სასურველი დეტალები გააშუქოს და ისე წარმოაჩინოს. რაღაც ნიუანსებში ორივე მართალია, მაგრამ სრული სიმართლე არცერთს აწყობს. ამიტომ როცა რამეში არ ვეთანხმებით დარჩენილი 70% „ნაცებისთვის“ „ქოცები“ ვართ, „ქოცებისთვის“ – „ნაცები“, – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კახა კუკავა.
„სინამდვილეში ეს ისტორია მე ასე მახსოვს:

1) „რუსთავი 2“ იყო და არის ერთი პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა;

2) ასეთი პროპაგანდისტული მანქანები შეძლებისდაგავრად ქონიათ და აქვთ და სხვა პარტიებსაც – მაგ: GDS, ობიექტივი და სხვ.

3) მთავრობა ებრძვის არა მხოლოდ „რუსთავი-2“-ს, არამედ ყველა სხვა დამოუკიდებელ მედია-საშუალებასაც, საიდანაც აკრიტიკებენ, მაგ: გრიგოლიას თოქ-შოუ, მიშველაძის გადაცემა, მაესტრო და სხვ.

4) „რუსთავი-2“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა კონკრეტულად წაართვა მის კანონიერ მფლობელებს – კიწმარიშვილს, დვალს და აქიმიძეს. წართმეული ქონება გააფორმეს ხალვაშზე. თანხა გადაიხადა ოქრუაშვილმა

.5) ოქრუაშვილის გადადგომის შემდეგ, „რუსთავი-2“ წაართვეს ოქრუაშვილს და ხალვაშს და გადააფორმეს ახალ მესაკუთრეზე (ასევე, ნომინალურებზე).

6) ხალვაში 2005-2006 წლებში არანაირად ერეოდა ტელევიზიის საქმეებში და იქ მენეჯმენტს სრულად ახორციელებდა მთავრობა, მ.შ: დირექტორის მოხსნა-დანიშვნასაც. სავარაუდოდ ამჯერადაც იგივე სქემა ამოქმედდება.

7) 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ კარგადაა ცნობილი, რომ თითქმის არავის დაუბრუნდა წართმეული ქონება, სხვადასხვა იურიდიული მიზეზების მოშველიებით, მ.შ: სახელმწიფო არ ეხება ე.წ. კეთილსინდისიერ შემძენებს და გასულია შეცილების 1 წლიანი ვადა. „რუსთავი-2“ ერთადერთი შემთხვევაა, სადაც ხელისუფლებამ დაუშვა გამონაკლისი.

8) „რუსთავი-2“-ს პროცესი მოსამართლე ურთმელიძემ წარმართა უპერეცედენტო ვადებში. პრაქტიკაში არ არებობს მსგავს ვადებში სამოქალაქო საქმის განხილვის ანალოგია. შედარებითვის, კანონიერი მფლობელების განცხადება (დვალი, აქიმიძე) მე-3 წელია რეაგირების გარეშეა, რაც აჩენს ბუნებრივად ვარაუდს, რომ მოსამართლე ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას.

9) ადამიანის წამების პრაქტიკა დანერგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამ წამებას ქონდა მასობრივი და არა გამონაკლისი ხასიათი. პარტიის ყველა ლიდერმა იცოდა, რომ პატიმრებს აწამებენ და აუპატიურებენ. არასდროს არცერთ მათგანს ამაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ახალაიაც კი დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტიკურ პატიმრადაა შერაცხული.

10) „ქოცების“ ხელისუფლებას არასდროს ქონია სურვილი გამოეძიებინა წამების ფაქტები. გამოძიებული იქნა სულ 1-2 ეპიზოდი (საჩვენებლად) და უშუალო მწამებლებს და გამაუპატიურებლებს მსუბუქი სასჯელები შეეფარდათ. ორგანიზატორები და დამკვეთები საერთოდ არ არიან დადგენილი.

11) ხელისუფლებისავე მონაცემებით ნაპოვნია ასობით ასეთი ვიდეო, თუმცა არცერთ სხვა საქმეზე ძიება არ მიმდინარეობს. მწამებლების დიდი ნაწილი (ქობულია, ყოლბაია და სხვ) ინარჩუნებენ თანამდებობებს.

12) ხელისუფლებამ წაახალისა ფარული ვიდეოების გავრცელება და პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ხვედელიძეს არ შეეფარდა საპატიმრო სასჯელი, საერთოდ არ იქნა დაწყებული გამოძიება ტვ-25-ის შანტაჟის ფაქტზე, ბადაშვილი დააწინაურეს მთავარ პროკურორად.

13) ზოგადად ხელისუფლება უარს ამბობს მწვავე საკითხების შესახებ დიალოგი აწარმოოს ოპოზიციასთან. ოპოზიციაში არ იგულისხმება ნაციონალური მოძრაობა, არამედ თავისუფალი დემოკრატები და არასაპარლამენტო ოპოზიცია. მ.შ: საარჩევნო გარემოზე, სასამართლო რეფორმაზე და სხვ.

14) პარალელურად, ხელისუფლება ცდილობს, პროცესები გადაიტანოს ქუჩაში და ორგანიზებას უკეთებს დარბევებს, თავდასხმებს, ფარული კადრების საჯარო ჩვენებებს და ა.შ.“ – წერს კახა კუკავა „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაში,,მე არასდროს ვტოვებ ჩემს მეგობრებს” – ალექსი ახვლედიანი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურის უფროსებს შეხვდება