კახა კოჟორიძე ირმა ინაშვილსა და თამარ ხიდაშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეჯოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს გაეცნო საქარველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე საგარეჯოში 31 ოქტომბერს დაგეგმილ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებს- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილსა და კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ თამარ ხიდაშელს შეხვდა.

კახა კოჟორიძემ კანდიდატებთან შეხვედრისას რაიონში წინასაარჩევნო ვითარება განიხილა და მათგან მოისმინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული პოზიცია იმ დარღვევებისა და პრობლემების შესახებ, რომელიც კანდიდატების აზრით მეორე მხარის ქმედებებშია. შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო სპეციალურ სიაში საგარეჯოს რაიონში არარეგისტრირებული სამხედრო პირების შეტანის საკითხს.

პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით ამ თემაზე არსებული ბუნდოვანი კანონმდებლობა საჭიროებს შეცვლას და სასურველია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მაინც მოხერხდეს ამ კონკრეტული დებულებების გამოსწორება და გაუმჯობესება. კანდიდატებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს და კახა კოჟორიძეს დაინტერესებისა და რაიონში შექმნილი წინასაარჩევნო გარემოს გაცნობისათვის.

banner
წინა სტატიაშიმერია სოციალურად დაუცველებს შეშით მოამარაგებს
შემდეგი სტატიარკინიგზის სადგურში სავალუტო ჯიხურიდან 15 ათასი ლარი გაიტაცეს