კახა კოჟორიძე: ადმინისტრაციისთვის ქიბარ ხალვაშს მოქალაქეობის მინიჭების ან უარის თქმის მოთხოვნით, არ მოუმართავს

პრეზიდენტის მრჩეველის კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის შეხვედრაზე საუბარი მის მოქალაქეობაზე არ ყოფილა. კოჟორიძის თქმით, ქიბარ ხალვაშს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით არ მიუმართავს.

„არ მაქვს ინფორმაცია, აქვს თუ არა მას სტატუსი გერმანიაში. ვიცი ის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მოქალაქეობასთან დაკავშირებით, საუბარი არ ყოფილა. ასევე ვიცი ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ქიბარ ხალვაშს მოქალაქეობის მინიჭების ან უარის თქმის მოთხოვნით, არ მოუმართავს“, – განაცხადა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: გამოძიებული აქამდეც უნდა ყოფილიყო არა ერთი საქმე წამების
შემდეგი სტატიაორგანიზაცია “მოქალაქეს” მიერ წამოწყებული კონკურსი “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” ახალ ეტაპს იწყებს