კახა კახიშვილი გენპროკურორობაზე შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს

გუშინ სოციალურ ქსელში, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი პარლამეტარის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის კახა კახიშვილის, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას ეხებოდა.
გიორგი ბადაშვილის ადგილზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას, კახა კახიშვილმა სააგენტო ,,თაიმერს,, განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ყოველგვარ საფუძველს მოკმლებულია. მისივე განცხადებით, ამ საკითხზე არანაირი შეთავაზება და კონსულტაციები არყოფილა. კახიშვილის განმარტებით, ის სასჯელაღსრულების სამინისტროს გუნდთან ერთად აგრძელებს დაწყებულ რეფორმებზე სერიოზულ მუშაობას.

banner
წინა სტატიაშიასოციაცია ჰერა XXI “რესურსების გამოფენაში” მონაწილეობს
შემდეგი სტატიადაპირისპირების მიზეზი 12 000 ათასი ლიტრი საწვავი გახდა -რა მოდა წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე