კახა კალაძე – “ხუდონჰესის” პროექტზე დეტალები 1-ლი ივლისისთვის გახდება ცნობილი

ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, “ხუდონჰესის” პროექტთან დაკავშირებით დეტალები 1-ლი ივლისისთვის გახდება ცნობილი.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის, ენერგეტიკის სფეროსთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია.
“ამ პროექტის განხორციელება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეს პროექტი განხორციელდეს. დეტალებს უახლოეს მომავალში გაიგებთ კონკრეტულ ინვესტორ კომპანიასთან ერთად. ვფიქრობ, 1-ლი ივლისისთვის უკვე ცნობილი იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროს ახალი თანამშრომლების აყვანასა და ხელფასების გაზრდაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაოთარ დანელია – მინისტრის კიდევ ერთი პორტფელის შემოღებას ძალიან ძლიერი არგუმენტაცია სჭირდება