კახა კალაძე: ჩვენ მაქსიმალურად ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ

ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

“ჩვენ მაქსიმალურად ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ” – ევრაზიის კონტინენტზე შესაძლებლობების გამოყენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ ასე უპასუხა.

“პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, თუმცა სხვა მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ,”-განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ახალ მინისტრებს წარმატება უსურვა და განახადა, რომ გიორგი კვირიკაშვილსაც და დიმიტრი ქუმსიშვილსაც დიდი გამოცდილება აქვთ.

გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილს ის იცნობს, როგორც მოტივირებულ, ენერგიულ და შემოქმედებით ადამიანს.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კი მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები საინტერესოდ შეაფასა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატი აუცილებლად უნდა არსებობდეს სადაც სხვა საკითხებთან ერთად ტექნიკური საკითხების განხილვაც მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ევროპული არჩევანია