კახა კალაძე – ,,ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს

კახა კალაძე ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს

კოალიცია ,,ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა მომავალში გამორიცხული არაფერია,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
“არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა და პარტიასთან დაკავშირებით თუ რა ცვლილებები იქნება, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოზე განიხილება, შესაბამისად ღია იქნება ყველაფერი საზოგადოებისათვის”,-აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა შესაძლო დაბრუნებას, კალაძემ ამბობს, რომ ამ ტემაზე ვერ ისაუბრებს.
“მე ვერ გეტყვით, ბატონი ბიძინა იქნება თუ არა პარტიულ სიაში, მის მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ ამაზე. უმჯობესია, ბატონ ბიძინას დაუსვათ ეს კითხვა”,-აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოალიციის დაშლის საფრთხე არ არსებობს “მე ვერ ვხედავ ამ საფრთხეს, ზოგადად, შეიძლება ერთ დროს, კოალიცია დაიშალოს, ეს დემოკრატიული მომენტია და ამაში საგანგაშო არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ და ვფიქრობთ, ეს ასე გაგრძელდება,” – განაცხადა კახა კლაძემ.
მისივე თქმით, კოალიციიდან რესპუბლიკელების გამოსვლის თაობაზე ინფორმაცია, მიზანმიმართულადაა გავრცელებული.
“ეს არის მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია, დეზინფორმაცია. “რესპუბლიკელები” არიან ჩვენი გუნდის წევრი. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს საგარეჯოსა და მარტვილში, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები ღირსეულად გავლენ და წარმატებას მიაღწევენ”, – განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – გურია არის, იყო და იქნება ქართული პოლიტიკის, პროგრესული აზროვნების ცენტრი
შემდეგი სტატიააგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 35.1%-ით შემცირდა