„კახა კალაძე ფეხბურთელია თავისი პირველი მთავრი პროფესიით, ასე ვთქვათ, ახლა გახდა მინისტრი”

გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის შეფასებით, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები, მიუხედავად დაძაბულობისა და სხვადასხვა ინციდენტებისა, მაინც კარგად და სწორად წარიმართა.

როგორც მაღრაძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, გაუკვირდა იმის გაგება, რომ გაჟღერდა კითხვა – რა უნდოდა კახა კალაძეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე.

„კახა კალაძე ფეხბურთელია, ჩვენ რამდენადაც ვიცით, თავისი პირველი მთავრი პროფესიით. ახლა გახდა მინისტრი, ასე ვთქვათ. მე ვარ ფსიქოლოგი, ფსიქოლოოგიის პროფესორი, უნივერსიტეტში ვმუშაობ ნახევარ განაკვეთზე. მანდ ფსიქოლოგიის ასოციაციის არჩევნებზე რომ მივიდე და ვიღაცამ თქვას, დეპუტატი ხარ და რატომ მოხვედიო, ჩემთვის პროფესია კი არავის ჩამოურთმევია და მონაწილეობის უფლებაც. ჩვენ ხანდახან შიშები გვაქვს და მიმაჩნია, რომ თუ საკუთარ თავთან მართალი ვარ, ვიტყვი კიდეც, მივალ კიდეც და არ მექნება იმის განცდა, რომ ვიღაცამ ამის გამო რაღაცა დამაბრალოს. ამ მხრივ ცოტა უფრო გაბედულები უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატია“თუ საპარლამენტო არჩევნებს ფეხბურთის არჩევნებივით ჩაატარებთ, არ გეგონოთ რომ ხავერდოვნად ჩაივლის!”