კახა კალაძე უახლოეს მომავალში ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გადახედვას არ გამორიცხავს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე უახლოეს მომავალში ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გადახედვას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება სამომხმარელო ტარიფს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება უკვე დიდი ხანია, ახორციელებს სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირებას, კერძოდ 2012 წლიდან, როდესაც 5 თეთრით მოხდა შემცირება.
“რაც შეეხება გაზის სუბსიდირებას, მოსახლეობაზე უკვე დიდი ხანია, ვახორციელებთ სუბსიდირებას 2012 წლიდან, როდესაც 5 თეთრით მოხდა შემცირება და ვფიქრობ, ალბათ მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან ენერგეტიკის მინისტრმა კომენტარი კომერციულ ტარიფთან დაკავშირებითაც გააკეთა.
“რაც შეეხება კომერციულ ტარიფს, ამაზე იყო საუბარი თითქოს უნდა მომხდარიყო ტარიფის გაძვირება კომერციული სექტორისთვის. ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. თუმცა სადისტრიბუციო კომპანიები თავისი სახსრებით ახერხებენ თავი გაიტანონ, თუმცა უახლოეს მომავალში შეიძლება მოხდეს გადახედვა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ცირკულარიდან ადეიშვილის ამოღება პირდაპირ უკავშირდება ლტოლვილის სტატუსს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: საქართველო გადაიქცა ქვეყნად, რომლის რეპუტაციაც შელახულია