კახა კალაძე სამინისტროსა და გაზპრომის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

ორი დღის წინ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზპრომის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დეტალებს კახი კალაძე განმარტავს. მინისტრი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო და აცხადებს, რომ უწყებას გაზპრომთან მეგობრული უერთიერთობები აქვს.

„სამუშაო შეხვედრა იყო, თქვენ იცით, რომ ჩვენ გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანია ყოველ წელს ვაფორმებთ ხელშეკრულებას გაზპრომთან საქართველოში გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები ყოველ წელს იმართება,“-განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“რუსეთს შეუძლია გაიმეოროს იგივე, რაც მოხდა 22 წლის წინ”- სერგო რატიანი სოხუმის დაცემის დღეს იხსენებს
შემდეგი სტატია,,აფხაზები და ქართველები, უნდა გავთავისუფლდეთ სიძულვილის მარწუხებისგან”