კახა კალაძე: “ნაციონალურ მოძრაობას” ეყო თავხედობა და მოსახლეობის სახელით მთავრობის ცვლაზე ეცადნენ საუბარს

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანის წინსვლას ვერცერთი დესტრუქციული ჯგუფი და “ვაი პოლიტიკოსი” ვერ შეუშლის ხელს.

21 მარტს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართული აქციის შეფასებისას კალაძემ აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ ამბიციებზე საუბარს მოსახლეობის სახელით ეცადნენ, მაგრამ ხალხმა მათ შესაბამისი პასუხი გასცა.

“არ არსებობს ქვეყანაში არცერთი დესტრუქციული ჯგუფი, არცერთი ვაი პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებს ხელი შეუშალოს ქვეყნის წინსვლას, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენიმე დღის წინ, “ნაციონალურმა მოძრაობას”, იმის იმედით, რომ ხალხი გულმავიწყი და შემნდობია, ეყო თავხედობა და მიტინგის საშუალებით, მოსახლეობის სახელით მთავრობის ცვლაზე და პოლიტიკურ ამბიციებზე ეცადნენ საუბარს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მათ შესაბამისი პასუხი გასცა. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რომელიმე კონკრეტულმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, კონკრეტულმა პოლიტიკურმა ლიდერმა გაბედოს და დააშინოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, დაატეროროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, დააჩმოროს ადამიანები. ეს დრო საქართველოში არასდროს დაბრუნდება, ეს ყველაფერი წარსულია. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე. ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის მიერ ერთად დაგეგმილი რეალობაა” – განაცხადა კალაძემ ტყიბულში, გაზიფიცირების დასრულების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვიცე-პრემიერმა მოსახლეობას პროგრესის მიმართულებით მუშაობაში ხელშეწყობა და დახმარება სთხოვა.

“ყოველდღიურად, სისტემატიურად მოგვთხოვეთ, დაგვეხმარეთ და ხელი შეგვიწყეთ ვიმუშაოთ პროგრესის მიმართულებით. ეკონომიკური წინსვლა ჩვენი მომავალია და გამორიცხულია ვინმემ, პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო, ამ პროცესებს ხელი შეუშალოს. მინდა ერთ რამეში ყველა დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლება თქვენს გვერდითაა ყოველთვის. ჩვენ ხალხის ხელისუფლება ვართ და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა გაერო-ს რიგით მესამე მსოფლიო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიასარფში დაკავებული ქართველი გოგონა ჩემოდნით გადაჰქონდათ