კახა კალაძე: კოალიცია ადრე თუ გვიან დაიშლება

კახა კალაძე: მოსახლეობას გაზის საფასური არ გაუძვირდება

“კოალიცია ადრე თუ გვიან დაიშლება,” – ასე პასუხობს ვიცე-პრემიერი მოქალაქის კითხვას კოალიციის დაშლის თაობაზე საკუთარი ვიდეობლოგის მეშვეობით. კალაძე ამბობს, რომ კოალიციამ ის მისია, რის გამოც შეიქმნა, შეასრულა და მისი დაშლა პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე იქნება.

კახა კალაძის თქმით, კოალიციის დაშლის შემთხვევაში, ის ქვეყნის სამსახურში დარჩენას აპირებს.

“კოალიცია ადრე თუ გვიან დაიშლება – ეს ყველამ ვიცით, ასე რომ, ეს არ არის პოლიტიკური სენსაცია და კატასტროფა. ეს არის, უბრალოდ, პოლიტიკური რეალობიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე პროცესი. კოალიცია რის გამოც შეიქმნა, ყველამ ვიცით. ასე რომ, მისია უკვე შესრულებულია. ვნახოთ, კოალიციის წევრები რას გადაწყვეტენ და მერე ვიმსჯელოთ ან შევაფასოთ ამ შედეგიდან გამომდინარე, თუმცა ამ ეტაპზე კოალიციის დაშლას არანაირი საშიშროება არ ემუქრება,” – აცხადებს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ლევან ყიფიანის გადაყენებაზე საუბარი არ უნდა იყოს
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი: ეს არის მართლა სიბინძურე ადვოკატთან მიმართებით