კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე იმერეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ხვდებიან

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იმერეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, ისინი იმერეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას პირველი პირებისგან შეიტყობენ და არსებულ საკითხებზე ისაუბრებენ.

აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საოლქო ორგანიზაციების გაძლიერების გეგმას, რომელიც შემუშავებულ იქნება პარტიის ცენტრალური ოფისის მიერ და რომლის განხორციელებაც, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

banner
წინა სტატიაში„ბანკებმა მომხმარებელს არ უნდა დააკისრონ გაზრდილი პროცენტი ან დამატებითი საურავი”
შემდეგი სტატია,,ამა თუ იმ ქვეყნის მხოლოდ მტრად და აგრესორად აღიარება არ კმარა, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ”