კახა კალაძე: გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულადაა ატეხილი „გაზპრომთან“ მიმართებაში

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორია.

მისი თქმით, საქართველო 8 თვის განმავლობაში ელექტროენერგიას სწორედ რუსეთისგან იღებს.

„სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულადაა ატეხილი „გაზპრომთან“ მიმართებაში. წლებია „გაზპრომთან“ გვაქვს ურთიერთობა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გაზს ვიღებდით მაშინაც კი, როდესაც 2008 წლის ომის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, ვიღებთ დღესაც და მივიღებთ მომავალშიც. მიზანმიმართულად პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ამ თემის, მიმაჩნია არასწორად. გარდა „გაზპრომისა“, ჩვენ გვაქვს კარგი, მჭიდრო ენერგეტიკული ურთიერთობები რუსეთთან. იმ ზამთრის დღეებში, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს, 8 თვის განმავლობაში, ელექტროენერგია რუსეთიდან შემოგვაქვს, ამიტომ ამ თემის რაღაც პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მიმაჩნია არასწორად“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით თევზაძე პოლიტიკაში ბრუნდება – ყოფილი მინისტრის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: საქართველო ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, სანამ ჩვენ ქვეყანაში ასეთი ვაჟკაცები გაიზრდებიან