კახა კალაძე: აშკარად ჩანს პრეზიდენტის მხრიდან ჩარევა, ზეწოლა მოსამართლის მიმართ

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას მოსამართლეზე “პირდაპირ ზეწოლად” აფასებს. კახა კალაძე ქვეყნის პირველ პირს მოუწოდებს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთოს.
“აშკარად ჩანს მისი მხრიდან ჩარევა, ზეწოლა მოსამართლის მიმართ, რადგან ის მოუწოდებს მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. რას ნიშნავს ეს ჩემთვის გაუგებარია. მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. ეს არის მოსამართლეზე პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა მის საქმიანობაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მოუწოდებს, “ნაჩქარევი და ხისტი” გადაწყვეტილება არ მიიღოს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ყველას მოუწოდებს თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯების გადადგმისგან.
“მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე: გამოძიების სრული პრეროგატივაა გაარკვიოს ყველაფერი
შემდეგი სტატიაომარ მაგრაქველიძე მოსამართლე ურთმელიძემ სხდომიდან გააძევა