კარტელური შეთანხმების გამო ქართული ნავთობ-კომპანიები 55 მლნ. ლარით დაჯარიმდნენ

1525466_10202473058282324_400745854_nნავთობის ფასთან დაკავშირებული კარტელური შეთანხმების გამო, საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ, აცხადებს ,,თაიმერთან,, საუბარში მომხმარებელთა უფლებათა დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარია და ამასთან დაკავშირებით, სსიპ კონკურენციის სააგენტოს ბრძანება მოჰყავს საფუძვლად.

ბრძანებაში, რომელიც 2015 წლის 14 ივლისით არის დათარიღებული, წერია, რომ 2014 წლის 12 ნოემბერს დაწყებული მოკვლევის შედეგად საავტომობილო ნავთობ-ბაზარზე არსებულმა კომპანიებმა კონკურენციის შესახებ კანონის მე-7-ე მუხლის ა,ბ,გ, პუნქტები დაარღვიეს, რის გამოც შესაბამისად დაჯარიმდნენ. დაჯარიმებულია ათეულობით კომპანია მათ შორის:  ,,სოკარი,, 14 381 385 ლარით, ,,სან პეტროლეუმ ჯორჯია,, -11 267 384 ლარით, ,,რომპეტროლი,,-10 845 806 ლარით, ,,ვისოლი,,-10 426 393 ლარით, ,,ლუკოილი,, – 4 740 260 ლარით, ,,L ოილი,, – 1 209 890 ლარით, ,,ი თი აი,, – 1 172 776 ლარით, ,,ბინული,, – 654 445 ლარით, ხოლო დანარჩენ 24-მდე კომპანიას 200 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

აპირებენ თუ არა ამ ჯარიმის გასაჩივრებას ნავთობკომპანიები, ჯერჯერობით უცნობია.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: საბაჟო მონიტორინგის შესახებ მიღწეულია საკმაოდ სერიოზული შეთანხმება
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეაში უცხოური როკ ჯგუფი პირველად იმღერებს