კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხზეც ისაუბრებენ

გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა

karasinამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხის დეტალური განხილვა არ მოხდება.

კარასინის თქმით, რკინიგზის თემის განხილვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ პრაღაში გამართულ შეხვედრაზე საუბრი სავაჭრო-ეკონომიკურ თემებს, სატრანსპორტო და სავიზო პრობლემებს განიხილავენ.

“ჩვენ ბოლო სამი თვეა, შეხვედრა არ გვქონია და ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ მოხდა. მსოფლიოში სამწუხაროდ, სიმშვიდე არაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ დიალოგის გაგრძელება ყველაზე კარგი ალტერნატივაა იმ მტრობისა, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა. ბევრი რთული პრობლემაა. ჩვენ უპირველესყოვლისა, განვიხილავთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხს. არ შევეხებით რეგიონალურ პრობლემებს და ყურადღებას პრაქტიკულ საკითხებზე გავამახვილებთ. ლაპარაკი არ იქნება მხოლოდ საბაჟო საკითხებზე, რომელიც 2011 წლის შეთანხმების რეალიზებას ეხება. ჩვენ ვისაუბრებთ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროზე, ასევე სატრანსპორტო და სავიზო პრობლემებზე. რკინიგზის საკითხს დეტალურად არ განვიხილავთ, თუმცა ამ თემასაც შევეხებით. აღნიშნული საკითხის განხილვა აფხაზეთის ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია”, – განაცხადა კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოსკოვში ის ქართველ ექპერტებსაც შეხვდა, რომლებსაც საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ესაუბრა.

“მოსკოვში ქართველი პოლიტოლოგების და ექსპერტების ჯგუფი იყო ჩამოსული. გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. მე ვისაუბრე თუ როგორი პოზიცია გვაქვს საერთაშორისო საკითხებთან მიმართებაში, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და რა მიდგომები გვაქვს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით. მოვისმინე მათი აზრიც”, – განაცხადა კარასინმა პრაღაში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში მენაშენეებისაგან შესყიდული ბინები დევნილებს გადაეცემათ
შემდეგი სტატიაუგულავას მტკიცებით, პროკურატურა მისთვის ახალი ბრალის წაყენებას გეგმავს