კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან “ცენტრპოინტის” დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთმა ქალბატონმა თავის დაწვა სცადა.
აქციაზე მოსულმა ერთ-ერთმა ქალბატონმა ბენზინი გადაისხა, თუმცა აქციის სხვა მონაწილეებმა თავსი დაწვის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეები მათი კუთვნილი ბინების დროულად ჩაბარებას ითხოვენ და ”ცენტრპოინტის” ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ. როგორც აქციაზე აცხადებენ, მიუხედავად სასამართლოს და პროკურატურის გადაწყვეტილებებისა, ისინი სამართალს მაინც ვერ პოულობენ.
ამ დროისთვის ”ცენტრპოინტის” მიერ დაზარალებული მოქალაქეები კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილი.

banner
წინა სტატიაშიალექსეი ნავალნი თავისუფალია
შემდეგი სტატიაბოთლების სროლა და ჩხუბი ზუგდიდის საკრებულოში