„კანდიდატის საბოლოო შერჩევა ისეთივე ღია და გამჭვირვალე იქნება, როგორც ეს დღემდე იყო“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, მას არ ახსენდება საზოგადოების ასეთი ჩართულობა საკითხში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა ჰქვია.

როგორც კვერენჩხილაძემ პრეზიდენტისა და აღნიშნულ თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტმა გამართულ შეხვედრაზე კანდიდატების პროგრამები მოისმინა.

„მე არ მახსენდება ასეთი ჩართულობა საკითხში, რომელსაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა. ეს პროცესი განპირობებულია სწორედ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, ასევე იმ მიზნებით, რაც აქვს სასამართლო ხელისუფლებას – ეს არის ნდობის ამაღლება. შემდეგი ეტაპიც, თუ როგორც გადაწყდება კანდიდატის საბოლოო შერჩვევა, ისეთივე ღია და გამჭვირვალე იქნება, როგორიც დღემდე იყო“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს მცხეთაში არსებული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა
შემდეგი სტატიაამერიკელი კონგრესმენი “ინტერპოლს” მოუწოდებს, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა არ გამოაცხადოს