კანადელმა მინისტრმა პუტინს ტერორისტი უწოდა

,,The Huffington Post,,ის ცნობით, კანადის ემიგრაციული საკითხების მინისტრმა კრის ალეკსანდერმა, კანადაში უკრაინული დიასპორის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პოლიტიკას უკრაინაში ტერორისტული და თავად პუტინს ტერორისტი უწოდა.

,,უკრაინის კონფლიქტი ყველაზე დიდი პრობლემა გახდა მსოფლიოსათვის… ეს ხომ ტერორიზმია… პუტინი იქცევა როგორც ტერორისტი,, განაცხადა მინისტრმა.

რუსეთის საელჩო კანადაში, მინისტრის შეფასებებს საკმაოდ მოგვიანებით გამოეხმაურა და მას ,,სიძულვილის 5 წუთი უწოდა,, … ,,ეს დიპლომატიური ხელოვნების შედევრი ნამდვილად არ  არის,, განაცხადა რუსეთის საელჩომ თავის ოფიციალურ გვერდზე, რაზეც ალექსანდერისაგან ხელახალი შეფასება მიიღო…

,,თქვენმა შეჭრამ უკრაინაში 14 თვიანი სიკვდილი მოიტანა… კიდევ რამდენი ,,ანშლუსი,, აქვს ჩაფიქრებული პუტინს?!,, განაცხადა რუსეთის საელჩოს პასუხად კანადელმა მინისტრმა.

timer.ge

banner
წინა სტატიაში112 გხედავთ – SMS და ვიდეო ზარის სერვისი მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის
შემდეგი სტატიაროგორ უხდიან ამსტერდამელ ლოთებს ქუჩის დაგვისათვის…?