კამერების წინ, ნიჩბით და ბარით უნდა ვმდგარიყავი აუცილებლად?!

კამერების წინ, ნიჩბით და ბარით უნდა ვმდგარიყავი აუცილებლად?!

ძმები გაჩეჩილაძეებიმუსიკოს გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის თქმით, ის და მისი ძმა ლევან გაჩეჩილაძე სტიქიის ღამეს, ზოოპარკში იყვნენ და წყალდიდობას ებრძოდნენ.

როგორც გაჩეჩილაძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა, რადგან კამერებმა ნიჩბით და ბარით ვერ დააფიქსირეს გაწმენდითი სამუშაოების დროს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ განიცდიდნენ ისე, როგორც ყველა.

„კამერების წინ, ნიჩბით და ბარით უნდა ვმდგარიყავი აუცილებლად, რომ მეჩვენებინა ხალხისთვის, როგორ განვიცდიდი ამ ყველაფერს? ძმები გაჩეჩილაძეები იყვნენ და არიან იქ, სადაც ყოველთვის იყვნენ და იქნებიან კიდევაც. იმ ღამეს იყვნენ ზუსტად ზოოპარკში, ძალიან დიდ წყალდიდობას ებრძოდნენ და თუ ადამიანებმა ვერ დაგვინახეს და კამერებმა ვერ დაგვაფიქსირეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ განვიცდით და იგივე წუხილში არ ვართ როგორც ყველა ჩვენი დანარჩენი მოქალაქე“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

“მინდა, ობიქტური ვიყო და არც წინა ხელისუფლებას დავაბრალო. ამ სტიქიის ერთადერთი მიზეზი იყო ბუნების რისხვა და როგორც შეეძლოთ, ისე გაუმკლავდნენ. ჩვენ ხომ დავინახეთ, რომ არაფერი დაუკლიათ? ძველ ხელისუფლებაზე ხელის გაშვერაც არ შეიძლება. კი, რაღაც მომენტებში პროფესიონალებს რომ აზრს არ ეკითხებოდნენ, ყველამ ვიცით, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში არც ერთისკენ და არც მეორისკენ არ მინდა, ხელი გავიშვირო. დღეს საქართველოში ყველაზე მეტად რაც გვაკლია, ეს არის ერთობა, სიყვარული და ერთად გამკლავება არა მარტო ბუნების, არამედ პოლიტიკური სტიქიების წინაშეც. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება, ხელს ნუ გავიშვერთ ერთმანეთისკენ. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად განვიცდით ამას. თუნდაც ციხეში მჯდომი გიგი უგულავაც, დარწმუნებული ვარ, არავისზე ნაკლებად განიცდის, რაც საქართველოში მოხდა. ხელისუფლებაც, ძველი ოპოზიციის წარმომადგენლებიც განვიცდით და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება სტიქიის დროს ადეკვატურად მოიქცა და არ ჰგონია, რომ იგივე რესურსებით სხვა ნებისმიერ ხელისუფლებას უფრო მეტი გაეკეთებინა.

banner
წინა სტატიაშისალომე ფაჟავამ მხატვრულ ტანვარჯიშში ბრინჯაოს მედალი აიღო
შემდეგი სტატიაამერიკელი მეგობრების სოლიდარობის გზავნილი თბილისს – ვიდეო