კალაძის თქმით 500 აბონენტს დენი სპეციალურად არ მიეწოდება

კალაძის თქმით 500 აბონენტs დენი სპეციალურად არ მიეწოდება

kaladzeენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 40 მილიონს გადააჭარბოს.
„აქტიურად მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ყველაფერს ვეცდებით, რომ დღის ბოლომდე მოვახერხოთ გმირთა მოედნის გახსნა. სადაც მძიმე წერტილებია, იქაც ანალოგიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ძალიან დიდია ზარალი და მე ვფიქრობ, რომ გადააჭარბებს 40 მილიონს“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, როგორც კალაძემ აღნიშნა, გუშინ სრულად აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება დედაქალაქში. მხოლოდ დარჩენილია 500 აბონენტი, ის ოჯახები, რომლებიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ.

კალაძის განცხადებით, აქ ელექტროენერგიის მიწოდება იმის გამო ვერ ხერხდება, რომ სარდაფებია დატბორილი და ელექტროენერგიის ჩართვამ რაიმე პრობლემა რომ არ გამოიწვიოს, სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება მისი მიწოდება მოსახლეობისთვის.

banner
წინა სტატიაშისვანიძის ქუჩაზე კვლავ 78 წლის გურამ პეტრიაშვილს ეძებენ–დაკარგულად 10 ადამიანი ითვლება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა