“კალაძეს შუბლის ძარღვი დაბადებიდან არ დაჰყოლია თუ მერე გაუწყდა?”

შალვა ნათელაშვილი:

"კალაძეს შუბლის ძარღვი დაბადებიდან არ დაჰყოლია თუ მერე გაუწყდა?"“კალაძეს შუბლის ძარღვი დაბადებიდან არ დაჰყოლია თუ მერე გაუწყდა?” – ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა.

ნათელაშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც დაინტერესებული პირი იმავე დარგის მინისტრია, სადაც ბიზნესი აქვს.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ენერგო პრო ჯორჯიას მფლობელები კახა კალაძე და ზურაბ ნოღაიდელი არიან. ამასთან ნათელაშვილი ამბობს, რომ კახა კალაძის კომპანია კალა ლიმიტები საქართველოში ჰესებსა და თბოელექტროსადგურებს ფლობს. “კალაძის ინტერესებში ის კი არ შედის, რომ ტარიფი უცვლელი დატოვოს ან შეამციროს, მისი მიზანია, ფული თავის კომპანიაში გადაქაჩოს, რომელიც კვიპროსში გადამალა და იქ დაარეგისტრირა,” – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს და მმართველი გუნდის წევრებს მიმართავს და მათ ტარიფის ზრდის გამო ” ბნელ ღამეებს” ჰპირდება.

banner
წინა სტატიაში“შემოდგომაზე ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს” – მიხეილ მაჭავარიანი
შემდეგი სტატიარეალური დასაქმება-ეს შენი შანსია!