,,კავკაზ იმარატი,, – ,,ისლამურ სახელმწიფოს,, შეუერთდა

ISISსაერთაშორისო ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, კავკასიელი ისლამისტების, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. ,,კავკაზ იმარატის,, (კავკასიის საემირო) ბოევიკების ფიცი მიიღო…
ჩეჩნური ომის შემდგომ, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩნური წინააღმდეგობის ტრანსფორმირებული და პროისლამურ ფუნდამეტალისტურ დაჯგუფებად ჩამოყალიბებული ,,კავკაზ იმარატი,, რომლის რამდენიმე მეთაური ,,ემირი,, უკვე მოკლეს რუსებმა… ხოლო ერთიც დაიჭირეს, ბოლო დრომდე უარყოფითად უყურებდა ,,ისლამურ სახელმწიფოს,,

Suleimanov_Magomed_Alievichთუმცა ბოლო ,,ემირის,, ალისხაბ კებეკოვის მოკვლისა და ამ ორგანიზაციის ,,ახალ ემირად,, მაგომედ სულეიმანოვის არჩევის შემდეგ, კავკასიელმა ბოევიკებმა ჩათვალეს, რომ ისინი ,,ისლამური სახელმწიფოს,, ნაწილად უნდა იქცნენ და ერთგულების ფიცით, მათ დაქვემდებარებაში გადავიდნენ, რითაც არამარტო რუსეთის, არამედ მთელი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ტერორისტების სტატუსი გაიმყარეს.
დასავლური მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა პირველი აუდოჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს ,,იმარატ კავკაზის,, რომლის პირადი შემადგენლობა, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ჩეჩენი, იმგუში, დაღესტანელი, კაბარდო ბალკარელი და ჩერქეზი ბოევიკებისაგან შედგება, ,,ისლამური სახელმწიფოს,, დაქვემდებარებაში გადასვლას.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიიოსებიძეზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატია“წვიმის გამო ნორმალურ ქვეყანაში ადამიანები არ იღუპებიან”