კადრების განადგურება, რომლებიც შესაძლოა მტკიცებულებებად გამოყენებულიყო, საერთაშორისო ექსპერტების რჩევის გათვალისწინებით არ განადგურდა

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნიასაპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ გაავარცელა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალა.

სესიაშვილის თქმით, ის ვიდეოები, რომლებიც წამებას და არადამიანურ მოპყრობას შეიცავდა და რომლებიც მტკიცებულებად იყო საჭირო, შსს-ს არ გაუნადგურებია.

როგორც სესიაშვილმა განაცხადა, იმ კადრების განადგურება, რომლებიც შესაძლოა მტკიცებულებებად გამოყენებულიყო, საერთაშორისო ექსპერტების რჩევის გათვალისწინებით არ განადგურდა. მისივე თქმით, აღნიშნული კადრების გამო 9 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.

ამასთან, როგორც ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, არნიშნული კადრები საქმეში ჩართულ ყველა პირს ჰქონდა, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ის შსს-დან გავრცელებულიყო, უსინდისობაა.

“როდესაც სამალავი იყო აღმოჩენილი, იქ იყო ორი ტიპის ვიდეოები, ერთი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები და მეორე იყო კადრები, სადაც წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ასახული, ეს კადრები წარმოადგენდა მტკიცებულებებს და სწორედ ამ კადრების შემდგომ ჩატარებული გამოძიების შედეგად 9 პირი იქნა დაკავებული, რომელთაც სასჯელი მიესაჯათ. მაშინ ადამიანის უფლებათ დაცვის კომისარი ჰამერბერგი იყო ჩვენი კონსულტანტი ამ საქმეში დსა სწორედ მისი და სხვა ექსპერტების რეკომენდაცია იყო, რომ ეს კადრები არ განადგურებულიყო, რადგან მტკიცებულებების სახით უნდა გამოყენებულიყო და მართლაც, ეს კადრები საფუძვლად დაედო იმას, რომ 9 პირი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. შესაბამისად, ეს კადრები არ განადგურებულა, მეტიც ამ კადრებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდა დაზარალებულთა ყველა ადვოკატს და საქმეში ჩართულ პირებს, ამიტომ გავრცელებსი არეალი საკმაოდ დიდია. ამ კადრებში მხოლოდ სახეა დაფარული, ხოლო ის, რაც შსს-ს თავის დროზე აჩვენა ჟურნალისტებს იქ დაფარვის არეალი უფრო მეტი იყო. ეს მიუთითებს, რომ კადრები არანაირად არ გასულა შსს-დან. მე ვფიქრობ, არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის თუ ვინ გაავრცელა ეს კადრები. მთავარია, რომ ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ”,-განაცხადა სესიაშვილმა

უკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ, ცოტა ხნის წინ სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს აწამებენ და აუპატიურებენ, რის შემეგაც მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.

წყარო: “პირველი”

banner
წინა სტატიაშინანაუკა ჟორჟოლიანი:ყველასთან გარიგებაში შეხვედით და ინახავდით შავი დღისთვის ამ საზიზღობას!
შემდეგი სტატიაკახა მიქაია:,,ნაციონალური მოძრაობის” რეანიმაცია არ უნდა მოხდეს!