კადიროვი 10 000 ჩეჩენთან ერთად სირიაში წასასვლელად მზად არის

რამზან კადიროვი თვლის, რომ ამერიკა ისლამური მსოფლიოსთვის საშიშროებას წარმოადგენს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას სირიის სახმელეთო ოპერაციაში:

„ვწუხვარ, რომ ეს მხოლოდ რუსული ძალების საჰაერო ოპერაცია იქნება, მაგრამ თუ საჭირო გახდა ქვეითი ჯარის გამოყენება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად, ჩვენ პირველ რიგებში ჩავდგებით“. აცხადებს კადიროვი. მისივე თქმით, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში კვლავ შენარჩუნებულია სამხედრო მზადყოფნა ნომერი 1. კადიროვმა ასევე განაცხადა რომ ჩეჩნები წუხან რომ „შაითანებთან“ ბრძოლაში ვერ ერთვებიან, მაგრამ მისი თქმით, თუ საჭირო გახდა, 10 ათასობით ჩეჩენი მოხალისე სირიაში საბრძოლველად წავა.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
შემდეგი სტატიასაქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 14.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს