კადიროვი: ცარნაევი ტერორისტად ამერიკამ აქცია

რამზან კარიდოვი მსოფლიო დონის ელიტურ სპეციალური დანიშნულების რაზმს ჩეჩნეთში გაწვრთნის

amerika-ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურს რამზან კადიროვს არ სჯერა, რომ ძმები ჯოხარ და ტამერმან ცარნაევები, რომლებიც ბოსტონის ტერაქტის ორგანიზება მოაწყვეს „აშშ-ს სპეცსამსახურების გარეშე მოაწყვეს ეს ტერაქტი, თუკი მათ გააკეთეს ეს“–ეს განცხადება მან ისტაგრამის საკუთარ გვერდზე განათავსა.
„ამერიკული სპეცსამსახურს, რომელიც დაადანაშაულეს ბოსტონის ტრაგედიაში, მსხვერპლი სჭირდებოდა. ეს მსხვერპლი კი ცარნაევები გახდნენ“ – წერს კადიროვი.
„ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ცარნაევის სიკვდილით დასჯის შემდეგ მისი უდანაშაულება არ დადასტურდება? ეს აშშ-ში ხშირად ხდება. ის 9 წლის იყო , როცა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ამერიკამ, კი , რომლისაც მას სჯეროდა, ის ტერორისტი გახადა“ – ამბობს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური.
პარასკევს ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს 2013 წლის ბოსტონის მარათონში დაგეგილი ტერაქტის გამო. ტერაქტს სამი ადამიანის სიცოცოხლე ემსხვერპლა და ასობით მძიმედ დაშავდა.

banner
წინა სტატიაში,,ფრთხილად, მეგობრებო, ძალიან ფრთხილად, ირინა ირაკლი არ არის,, – დოდონა კიზირია
შემდეგი სტატიასეპარატისმა მისკენ გასროლილ ჭურვს ვიდეო გადაუღო (VIDEO)