კადიროვი: ჩეჩნეთი მხოლოდ სუბსიდიებით არ ვითარდება

რამზან კარიდოვი მსოფლიო დონის ელიტურ სპეციალური დანიშნულების რაზმს ჩეჩნეთში გაწვრთნის

კადიროვი: ჩეჩნეთი მხოლოდ სუბსიდიებით არ ვითარდებაჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება აზრს, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთი მხოლოდ სუბსიდიების ხარჯზე ვითარდება. «მუდმივად ეს მესმის. და აი, მინდა გითხრათ, რომ სუბსიდიებს ზუსტად იმდენს ვიღებთ, რამდენსაც სხვა რეგიონები. არც მეტი და არც ნაკლები» განაცხადა კადიროვმა «ინტერფაქსთან»ინტერვიუში.
რეგიონის მეთაურის თქმით, ჩეჩნეთი ყოველდღიურად უფრო მეტს გამოიმუშავებს, ეკონომიკის ზოგ დარგში 100%-იანი განვითარებაა.
«არამეგობრულად განწყობილი ადამიანები ცდილობენ ცუდი კუთხით წარმოგვაჩინონ. ჩვენს რესპუბლიკაზე იღებენ სიუჟეტებს, რომ ყველა გადასახადი მოდის ჩეჩნეთში და იქ ყიდიან. ეს ტყუილია» – განაცხადა კადიროვმა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის გათვლით, რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა, მხოლოდ 2001 წელს ფედერალური ბიუჯეტიდან სუბსიდიების, სუბვენციების და დოტაციების ოდენობა 464 მილიარდი რუბლი იყო.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე აღუდგენელი გადარიცხვები დაახლოებით 59 მილიარდია ყოველწლიურად. აქედან მნიშვნელოვანი თანხები გამოყოფილია სოციალურ-მიზნობრივ პროექტებზე

banner
წინა სტატიაშიჯორჯ სოროსი: ევროპა ჯეროვნად ვერ აფასებს უკრაინას
შემდეგი სტატიაავსტრალიამ დაკავების ორდერი გასცა ექიმზე, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა