კადიროვი დაპირისპირებას აღრმავებს…

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი რუსეთის ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებთან, კერძოდ კი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაპირისპირებას აღრმავებს… ამის შესახებ მოწმობს მისი ბოლო დროინდელი განცხადებები და ამ განცხადებებზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხები.
დაპირისპირების დასაწყისი ნემცოვის მკვლელობის გამოძიებიდან იწყება… რუსული მედია, მკვლელობის ორგანიზატორად რამზან კადიროვს და შემსრულებლად მასთან ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებულ პირებზე არაორაზროვნად მიუთითებს… თავად კადიროვს, ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებული ჩეჩნების დაკავების გამო ღია პროტესტი არ გამოუთქვამს, თუმცა ეჭვმიტანილ ზაურ დადაევზე რამდენიმე ისეთი განცხადება გააკეთა, სადაც მას რუსეეთის პატრიოტი და დადებითი ადამიანი უწოდა.
კადიროვის მიერ რუსული სამართალდამცავების მიმართ დაგროვილმა წყენამ რამდენიმე დღის წინ ,,ამოხეთქა,, როცა რუსუსლი შსს-ს სტავროპოლელმა სპეც დანაყოფმა, მის ცხვირწინ გროზნოში, სტავროპოლელი ბიზნესმენის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ფედერალური ძებნილი ჯამბულატ დადაევის ლიკვიდაცია მოახდინა, თან ისე, რომ ამის შესახებ ჩეჩნეთის სამართალდამცავები საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ…
კადიროვმა ამ ფაქტიდან მეორე დღესვე, ჩეჩენ სამართალდამცავებს ბრძანება მისცა, რომ თუ სხვა რეგიონებიდან სამართალდამცავები უკითხავად შემოვიდნენ ჩეჩნეთში, ჩეჩნებს ცეცხლი გაეხსნათ მათთვის, ხოლო დადაევის ლიკვიდაციის გამო გროზნოს საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის საქმე აღაძრევინა … რაზეც რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებისაგან შესაბამისმა პასუხებმაც არ დააყოვნა…
რუსეთის შსს-მ კადიროვს განუმარტა, რომ სტავროპოლელი პოლიციელები კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედებდნენ და არ ურჩია კადიროვს შსს-თან პოლემიკაში შესვლა… ხოლო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, გროზნოში სტავროპოლელი სამართალდამცავების წინააღმდეგ აღძრული საქმე, კანონთან შეუსაბამობის გამო დახურა. ამ საქმესთან დაკავშირებით კადიროვისთვის არასასიამოვნო კომენტარი გააკეთა პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა… ,,შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელი მისი მინისტრია, ის გასცემს ბრძანებას ვინ როგორ უნდა მოიქცეს და კადიროვის განცხადებაში განსახილველს ვერაფერს ვხედავ,, განაცხადა პუტინის პრესმდივანმა, რითაც პუტინის უკმაყოფილებაც გამოხატა.
მიუხედავად ზემოაღნიშნული განცხადებებისა, კადიროვი არ ცხრება და კვლავაც ჯიუტად იმეორებს…
,,ჩვენ ძვირი დაგვიჯდა ამ მიწაზე მშვიდობა და წესრიგი… შვენ ანგარიშს უნდა გვიწევდნენ… თუ ჩვენ ვართ ამ მიწის პატრონები, ჩვენ ის უნდა გავაკონტროლოთ… საკმარისია… ჩვენ გვამცირებდნენ და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ… ჩვენ იმისთვის არ მიგვიღია კონსტიტუცია, რომ გვკლავდნენ. ოფიციალურად გიცხადებთ თქვენ, რომ ვინც არ უნდა იყოს… მოსკოველი თუ სტავროპელელი, თუ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენს უკითხავად შემოვლენ… გახსენით ცეცხლი და გაანადგურეთ,, აცხადებს კადიროვი, რომელსაც საკუთარი ჩეჩნური გვარდია და ყველა ძალოვანი სტრუქტურა, გარდა ,,ფეესბესი,, ისე ყავს დაკომპლექტებული, რომ მის ბრძანებას აუცილებლად შეასრულებენ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშინეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქართველების დაზარალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
შემდეგი სტატიაგიორგი ჯანელიძეს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ