კადიროვის კორტეჟმა ქალს გადაუარა…

რამდენიმე რუსი ბლოგერი ,,ტვიტერის,, მეშვეობით და თვითმხილველებზე დაყრდნობით, რომლებმაც ინფორმაცია ,,ვოც აპით,, გაავრცელეს, აცხადებს, რომ ჩეჩნეთში, დასახლებულ პუნქტ ნოვოგროზნიში, კადიროვის კორტეჟმა, რომელიც თითქმის ასი მანქანისაგან შედგება, გზად 50 წლამდე ასაკის ქალს გადაუარა…
როგორც თვითმხილველები აღწერენ, გზაზე სადაც მოძრაობა მხოლოდ 40 კმ/სთ სიჩქარით არის დაშვებული, კადიროვის კორტეჟმა რომელიც 120-140 კმ/სთ. სიჩქარით მოძრაობდა, გზაზე გადამავალ შუახნის ქალბატონს, 4 შვილის დედას გადაუარა. ქალბატონს ჯერ კორტეჟში მიმავალი პირველმა მანქანა დაეჯახა და შემდეგ კორტეჟში მომყოლმა რამდენიმე ჯიპმა ისე გადაუარა, რომ არც ერთი ავტომობილი არ გაჩერებულა…
საშინლად დასახიჩრებული გარდაცვლილი ქალის ნეშტი გარკვეული პერიოდის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიტანეს პროზექტურაში.

banner
წინა სტატიაშიმარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა
შემდეგი სტატიასხვადასხვა პუტინის სხვადასხვანაირი ყურები