“კაბელების საქმეზე” ბრალდებული გიორგი ლობჟანიძე სამსახურში აღდგენაზე პირველ კომენტარს აკეთებს

კაბელების საქმეზე ბრალდებული გიორგი ლობჟანიძე სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ჯერჯერობით მას ხიდაშელის უწყებიდან არავინ დაკავშირებია და მისთვის უცნობია, ოფიციალურად აღდგენილია თუ არა თანამდებობაზე.

„მე არავინ არ შემხმიანებიან, ალბათ ჩვენც დაგვირეკავენ. გიზო ღლონტი მანამდე იყო წასული სამსახურიდან საკუთარი სურვილით, ამიტომ მას აღდგენა არ შეეხება. კანონით გვეკუთნოდა სამსახურში აღდენა, გვქონდა სამსახურეობრივი უფლებასმოსილება შეჩერებული, რისი საფუძველიც პატიმრობა იყო. რადგან პატიმრობა აღარ არის, არ არსებობს საფუძველი, რომ შეჩერებული გვქონდეს სამსახურეობრივი მოვალეობა“, – განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.

ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებული 5 პირიდან 4 მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სამსახურში აღადგინა.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე სურვილს სამი კანდიდატი გამოთქვამს
შემდეგი სტატიაპროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე თვითმარქვია პროკურორი დააკავეს