იუსტიციის სამინისტროში ალბანეთის დელეგაცია იმყოფებოდა

იუსტიციის სამინისტროში ალბანეთის დელეგაცია იმყოფებოდა

იუსტიციის სამინისტროში ალბანეთის დელეგაცია იმყოფებოდაალბანეთის ინოვაციების სამინისტროს დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა გოჩა ლორთქიფანიძემ და მიხეილ სარჯველაძემ მიიღეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს მიერ საკანონმდებლო და მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმები გააცნეს.
დღესვე დელეგაციის სამუშაო ჯგუფის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ეწვევიან, სადაც იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან და საჯარო სერვისების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.
ხვალიდან დელეგაციის წევრები რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრებიან და იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა“ და „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ხელმძღვანელობასაც შეხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
ალბანეთის 11-კაციანი დელეგაციის ვიზიტი ხუთდღიანია და ის 12 ივლისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშითვითმკვლელობა თბილისში- გარდაცვლილი ჯანყარაშვილის ცოლის ძმაა
შემდეგი სტატიაოლიმპიური ცეცხლი მესტიაში