იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფოთში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა, ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა.

თეა წულუკიანი – სტრასბურგის სასამართლომ საქმე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ივლისში უნდა დახუროს

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ფოთში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა, ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა.
უწყების ინფორმაციით, ფოთის იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
“ეს რიგით მეორე იუსტიციის სახლია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში შენდება. ზუგდიდის იუსტიციის სახლი 2014 წლის ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ის პირველი იუსტიციის სახლია, რომელიც საოკუპაციო ზოლთან ახლოს ფუნქციონირებს და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის იქით მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალებას აძლევს, 200-ზე მეტი სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპით მრავალსაათიანი მგზავრობის გარეშე მიიღოს.
იუსტიციის სახლების მთავარი დანიშნულება სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. დღეისათვის 13 სერვისცენტრი, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში მოქმედებს და დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება. მიმდინარე წელს იუსტიციის სახლები კიდევ სამ ქალაქში − ფოთში, თიანეთსა და ყაზბეგში − გაიხსნება, სერვისცენტრების მშენებლობა კი ლაგოდეხში, მცხეთასა და ონში დაიწყება.
იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს”, – აცხადებენ სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშირიჩარდ ნორლანდი – შესანიშნავია, ქართველი ოჯახების მიერ ასირიელი ბავშვების მიმართ მხარდაჭერის გამოცხადება
შემდეგი სტატია6 სოფლის მოსახლეობა სიღნაღსა და წნორს განახლებული გზით დაუკავშირდება