იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს პოსტზე წარდგენილ კანდიდატურას იწონებს

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ ნინო გვენეტაძე საქმის პროფესიონალია და დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს. მისი თქმით, პრეზიდენტის ნაბიჯი, თავმჯდომარის კანდიდატურად ქალბატონის წარდგენაზე, მისასალმებელია.

“მე მიხარია, რომ პრეზიდენტმა წარმოადგინა კანდიდატი ქალი. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ქალი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან პოზიციებზე არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო. ქალბატონი ნინო არის სისხლის სამართლის ძალიან დიდი სპეციალისტი და პროფესიონალი. დანარჩენი, რაც შეეხება მის დანიშვნას ამ პოზიციაზე, მთავრობა თქვენ იცით, რომ არ არის ამ პროცესში ჩართული და ამ თემაზე კომპეტენცია გააჩნია მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, სადაც როგორც ვიცი, მიმდინარეობს ამჟამად შიდა კონსულტაცია”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შუამდგომლობას განიხილავს
შემდეგი სტატია“ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი დე ფაქტო ანექსიისაკენ,”- თეა წულუკიანი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებაზე