იუსტიციის მინისტრი “რუსთავი2”-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს

თეა წულუკიანი -

tea-wulukianiიუსტიციის მინისტრი “რუსთავი2”-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ მისთვის მთავარია სასამართლო პროცესით ტელეკომპანიას საქმიანობაში ხელი არ შეეშალოს. როგორც წულუკიანი ამბობს, სასამართლო გადაწყვეტილება იქნება გადამწყვეტი და ყველასთვის სავალდებულო.

„ჩემთვის მთავარია რუსთავის 2-ს არ შეექმნას პრობლემები მაუწყებლობაში და ხელი არ შეეშალოს იმაში, რომ გააგრძელოს საქმიანობა. ეს გადაწყვეტილება როგორც ჩანს ხელს არ უშლის ამ მედიასაშუალებას, რომ გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და ჩემთვის ამ ეტაპზე ეს არის მთავარი. დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას, არსებით გადაწყვეტილებას, რომელიც ყველასთვის იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი,“ – განცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“მრცხვენია ჩემი საქციელის გამო”-გიორგი კარბელაშვილი
შემდეგი სტატიაფიდელ კასტრომ თავისი 89 წლის იუბილე აშშ-ს წინააღმდეგ წერილით აღნიშნა