იუსტიციის მინისტრი ახალდაბაში

იუსტიციის მინისტრი ახალდაბაში

იუსტიციის მინისტრი ახალდაბაში იუსტიციის მინისტრმა სოფელ ახალდაბაში ჩაქცეული გზის იქით დარჩენილი მოსახლეობა მოინახულა.
თეა წულუკიანი ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაფრინდა. მთავრობის წევრებმა დაზარალებულებს პირველადი საჭიროების საგნები, საკვები და წყალი ჩაუტანეს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

„ხვალ მოხდება ფიზიკური ძალის შემოყვანა, ასევე, სამუშაო ინსტრუმენტების შემოტანა, რათა შესაძლებელი გახდეს გაწმენდითი სამუშაოების დაწყება“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტიქიის ზონაში ამჟამად, ძირითადად, შუახნის მოქალაქეები არიან დარჩენილნი. ბავშვებისა და მოზარდების ევაკუაცია დილიდან მოხერხდა. არ არის გზა, მოშლილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა. გზის აღდგენამდე ხვალ სოფელს გენერატორიც მიეწოდება.

banner
წინა სტატიაშისტიქიის გამო 200-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა
შემდეგი სტატიამელიქიშვილის გამზირზე გზა ჩაინგრა (ფოტო)