იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე შვილების გვერდით დაკრძალეს

იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე შვილების გვერდით დაკრძალეს. ვაზაგაშვილის დაკრძალვაზე ადგილობრივი მოსახლეობა, ოჯახის ახლობლები, ნათესავები, პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები იმყოფებოდნენ.
იური ვაზაგაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, მინისტრებმა მინდია ჯანელიძემ, სოზარ სუბარმა, პაატა ზაქარეიშვილმა, გიორგი მღებრიშვილმა, კახა კალაძემ.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირა სტატუსით იმყოფებოდნენ ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხაინდრავა დავით უსუფაშვილთან ერთად ირანში?
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი: ეს არის ცინიზმით სავსე აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიძიონ