იური ვაზაგაშვილის ცხედარს ხვალ სამების ტაძრიდან გამოასვენებენ

იური ვაზაგაშვილის ცხედარს ხვალ სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. იური ვაზაგაშვილის ცხედარი ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუშია” დასვენებული, სადაც დღეს, 16:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
ხვალ, 16:00 საათზე, იური ვაზაგაშვილის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც საეკლესიო პანაშვიდი გაიმართება. ხვალვე, 20:00 საათზე, ვაზაგაშვილის ცხედარს სამების საკათედრო ტაძრიდან მშობლიურ სოფელ ყარაფილაში გადაასვენებენ, სადაც 25 იანვარს, საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია: არ უნდა მოვექცეთ რაღაც ისტერიაში
შემდეგი სტატიაყველაზე მძიმე ღამე უკრაინაში – პრეზიდენტი ქვეყანაში დროზე ადრე დაბრუნდა