იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი (ფოტო)

4 1 2 35იური ვაზაგაშვილის ცხედარი დარბაზ “ჯაზუშია” დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ამ დროისათვის ადგილზე ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებიან. იური ვაზაგაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ცოტა ხნის წინ “ჯაზუში” გადაასვენეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად და როდის დაკრძალავენ იური ვაზაგაშვილს.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი გუშინ საკუთარი შვილის საფლავზე ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

წყარო: სამოქალაქო პრესა– cp.ge

banner
წინა სტატიაშიაშშ უკრაინის არმიას “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით” დაეხმარება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილს უმრავლესობის სახელით დავით საგანელიძე შეხვდება