იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არასამთავრობოთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში, არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას “სწრაფი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების” უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
“სრულიად საზოგადოება შეძრა 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსა და ხელისუფლებას უზრუნველყონ სწრაფი, მიუკერძოებელი, ეფექტური გამოძიება. ცნობილია, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით უმნიშვნელოვანესია პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულად წარმართვა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენი პირები უმკაცესრად დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით.
ორგანიზაციები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს”, – ნათქვამია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის, საზოგადოებრივი დამცველისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირა მოხდა ,,აეროფლოტის,, ბორტზე?
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა: ამერიკა კვლავაც ძლიერია