იტალიის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაუყოვნებლივ ეცნობება დედაქალაქს

იტალიის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაუყოვნებლივ ეცნობება დედაქალაქს.

იტალიის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაუყოვნებლივ ეცნობება დედაქალაქს.2015 წლის 14 სექტემბერს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმისთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა იტალიის ქ. ბარიში მიმდინარე გამოფენაში „Fiera del Levante“ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის მონაწილეობის საკითხი. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება აღნიშნულთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ მსგავს ღონისძიებებში სოხუმის დამოუკიდებელი სტატუსით მონაწილეობა მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ე.წ. „აფხაზეთის“ დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციას და ამგვარად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და განხორციელებული ეთნიკური წმენდის დაკანონებას.
მინისტრის მოადგილემ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ იტალიის მთავრობის მიერ მიღებული ეფექტური ზომების მიუხედავად, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი, ლობისტების მეშვეობით, კვლავაც ახერხებს იტალიის მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებას, რაც სრულიად მიუღებელია როგორც საქართველოს, ისევე იტალიის კანონმდებლობით.
თავის მხრივ, იტალიის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაუყოვნებლივ ეცნობება დედაქალაქს. ანტონიო ბარტოლიმიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ იტალიის მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს მომავალში მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად.
ქართული მხარის პოზიცია გამოფენაში სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის მონაწილეობის დაუშვებლობის თაობაზე იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მეშვეობით უკვე ეცნობა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი რეგიონის ხელმძღვანელობას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ჩინეთში ქართული დელეგაციის ვიზიტს წარმატებულს უწოდებს
შემდეგი სტატიასაჭირო იყო სეპარატისტთა ამ დემარშის პრევენცია და არა პოსტ–ფაქტუმ ,,გაბრაზება”