იტალია დონბასის ავტონომიაზე საუბრობს

,,იტალია მხარს უჭერს კიევს… კიევმა უნდა განახორციელოს მტკივნეული ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები და მათ შორის დონბასისათვის ავტონომიის მინიჭებაც,, განაცხადა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაოლო ჯენტილონიმ.

ჯენტილონის თქმით, უკრაინა ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად ჩაერთო რუსეთის სანქციებში, რითაც ძლიერ დაზარალდა და ძვირი დაუჯდა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, იტალიის განსაკუთრებული მიდგომა ამ კრიზისი მიმართ გამოიხატება იმაში, რომ ისინი თვლიან კარები დილოგისთვის რუსეთის ფედერაციასთან მუდმივად ღია უნდა იყოს… ,,ჩვენ არ გვექნება ილუზია, რომ დავუბრუნდებით რუსეთთან კრიზისამდელ ურთიერთობებს, მაგრამ მოსკოვთან დიალოგისათვის  არხი მუდმივად უნდა შევინარჩუნოთ,, განაცხადა ჯენტილონიმ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – ევროპული ოჯახის წევრობა ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლებით, პრინციპულად შეუძლებელია