იტალია, გერმანია და საფრანგეთი ლტოლვილების განსახლების მოთხოვნების გადახედვას ითხოვენ

იტალია, გერმანია და საფრანგეთი ლტოლვილების განსახლების მოთხოვნების გადახედვას ითხოვენ

იტალია, გერმანია და საფრანგეთი ლტოლვილების განსახლების მოთხოვნების გადახედვას ითხოვენსაფრანგეთის, იტალიის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, სადაც ისინი ევროკავშირში ლტოლვილების განსახლების პირობების გადახედვას ითხოვენ – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სიტუაცია, რომელიც დღეს შექმნილია “საზღვრებს და დეფექტებს აჩვენებს” რომელიც ევროკავშირში ლტოლვილების მიღების კუთხით არსებობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი უნდა გადაიხედოს. ვარაუდობენ, რომ ეს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე განიხილება, რომელიც 4-5 სექტემბერს ბრიუსელში გაიმართება.

უკანასკნელი ხნის მანძილზე აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და სირიაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპას დიდი ნაკადით მიგრანტები მოაწყდნენ. გეგმის მიხედვით, რომელიც ევროკომისიის მიერ არის შემოთავაზებული, ლტოლვილების განსახლება ევროკავშირის წევ ქვეყნებში მათი ეკონომიკრი მდგომარეობის, მოსახლეობის ოდენობის და სხვა ფაქტორებით განისაზღვრება.
მიმდინარე მონაცემებით, ევროპაში დაახლოებით მილიარდმა ლტოლვილმა ითხოვა თავშესაფარი.
მსგავსი მიგრაცია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილე თანამდებობას ინარჩუნებს
შემდეგი სტატიაჩინეთი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70 წლისთავს აღნიშნავს